უნდა ჩავდოთ მაქსიმალური ძალისხმევა,დიალოგის ფასილიტაციაში რაც ახალ არჩევნებამდე მიგვიყვანს – ფოტიგა

” უნდა ჩავდოთ მაქსიმალური ძალისხმევა,დიალოგის ფასილიტაციაში რაც ახალ არჩევნებამდე მიგვიყვანს “- ამის შესახებ, საქართველოში პოლიტიკური ვითარების შესახებ ევროპარლამენტის პლენალურ სხდომაზე გამართული დებატების დროს ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ განაცხადა.

“დრო მოვიდა, გამოვთქვა ჩემი ყველაზე ღრმა აღშფოთება. 2019 წლის ივნისის შემდეგ ჩვენ ძალიან ბევრი ცუდი ამბავი შევიტყვეთ თბილისიდან, შესაძლოა, ერთი გამონაკლისით, რაც არის 8 მარტის შეთანხმება.  მე იმედი მაქვს პრეზიდენტ მიშელის მედიაციის. მე მტკიცედ ვუჭერ მხარს ევროკავშირის მიერ სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას. ჩვენ ყველამ უნდა ჩავდოთ მაქსიმალური ძალისხმევა ამ დიალოგის ფასილიტაციაში, რაც, სავარაუდოდ ახალ ინკლუზიურ არჩევნებამდე მიგვიყვანს. “- განაცხადა ფოტიგამ.