ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“პრემიერობის კანდიდატი აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
- უნდა იყოს ეკონომისტი ან კარგად ერკვეოდეს ეკონომიკაში. სასურველია იყოს მოქმედი პროფესორი.
- უნდა იყოს არანაკლებ ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრი.
- გარდა იმისა, რომ უნდა ერკვეოდეს ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენციაში, უნდა ჰქონდეს ადგილბრივი თვითმმართველობის ორგანოში მუშაობის გამოცდილებაც, სასურველია იყოს თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი.
- უნდა იყოს, სულ მცირე, ორი მოწვევის პარლამენტის ფრაქციის თავმჯდომარე.
- სანამ პრემიერი გახდებოდეს, უნდა ჰქონდეს ვიცე-პრემიერობის გამოცდილება.
- უნდა ჰქონდეს სერიოზული ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელობის გამოცდილება, მაგალითად, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსის.
- აუცილებლად უნდა იყოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი.
- უნდა ჰქონდეს მოწერილი ხელი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ან ტოლფას დოკუმენტზე.
- უნდა იყოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში.
- უნდა ჰქონდეს დარტყმების ატანის უნარი, უნდა იყოს ბევრჯერ დაცემული და მერე კიდევ უფრო მოღონიერებულად აღმდგარი.
- უნდა ჰქონდეს კავკასიური გარეგნობა და შესაბამისი სტანდარტის ცხვირის მოყვანილობა.
- უნდა იცოდეს ფეხბურთის თამაში, იყოს ბარსელონას გულშემატკივარი, მაგრამ პატივს სცემდეს რეალისტებს.
როგორც გამონაკლისი, შეიძლება იყოს სხვა მონაცემების პერსონაც, ოღონდ უსიტყვოდ უნდა უჯერებდეს ზემოთჩამოთვლილი გამოცდილების მქონე ადამიანის რჩევებს.
აი, მაშინ გვეშველება!”- წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.