განათლების მინისტრობის კანდიდატის, მიხეილ ჩხენკელის თქმით, უნივერსიტეტში ჩასაბარებლად, სასწავლო დაწესებულებებმა შესაძლოა სკოლის ნიშნებიც გაითვალისწინონ.
გარდა ამისა, უნივერსიტეტებს საშუალება ექნებათ, გაითვალისწინონ რეკომენდაციები მასწავლებელებისგან და კლასგარეშე მუშაობის გამოცდილება.
“ამერიკულ სისტემაში უნივერსიტეტები SAT-ის, ანუ ეროვნული გამოცდების ანალოგის, გარდა ითვალისწინებენ სხვა მომენტებსაც, მაგალითად GPA, რაც არის სკოლის საშუალო ნიშანი და სკოლის ნიშნის მნიშვნელობაც აწეულია.
ჩვენ განვიხილავთ ასეთ მიდგომას, უნივერსიტეტებს ჰქონდეთ საშუალება, რომ რეფორმირებული ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად გაითვალისწინონ სხვა კომპონენტებიც, როგორიც არის GPA, ანუ საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან, შესაძლებელია იყოს კლასგარეშე მუშაობის გათვალისწინება”,– განაცხადა ჩხენკელმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე.