“მართლაც უმძიმეს მდგომარეობაში არიან. გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს შიმშილობასთან დაკავშირებით, უნიჭო თეატრს დავარქმევდი, უნიჭოდ დადგმულ თეატრს. არ ვიცი რა უნდა მოყვეს ამას, შედეგს რას ელოდებიან. უბრალოდ, შინაარსობრივად, იდეოლოგიურად ეს ადამიანები საზრდოობენ ნეგატივით, დესტრუქციით, ყველაფერი ცუდით, რაც კი შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს. ყველაფერს კადრულობენ, ყველაფერზე მიდიან, რაც კი შეიძლება, ადამიანმა მოიფიქროს.
[…] იცით, რა არის ყველაზე დიდი უბედურება? მიხეილ სააკაშვილს ჰგონია, რომ თუ რამდენიმე ადამიანი შიმშილობას დაიწყებს, ამით ხელისუფლება დაფრთხება და გაუშვებს. არ ვიცი, რა წარმოდგენა აქვს. 2022 წელში გადავდივართ, რომელი საუკუნეა, ხალხო”
ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე ენმ-ს მიერ მასობრივი შიმშილობის დაწყებაზე.