“უპატიოსნეს ოჯახს, მშრომელ კაცს ლიმონკა შემოუგდეს” – ოზურგეთში აფეთქება მოხდა

ოზურგეთში, სოფელ ბაილეთში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სახლში ასაფეთქებელი მოწყობილობა ე.წ. “ლიმონკა” შეაგდეს.

“უპატიოსნეს ოჯახს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მშრომელ კაცს, აი, თავისი შრომით, თურქეთში მუშაობით, საკუთარ ბაღ–ვენახში მუშაობით რომ თავს ირჩენს, ასეთ ოჯახს, შემოუგდეს ლიმონკა”,– ამბობს ადგილობრივი.

მისივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან აფეთქების დროს, გვიან ღამით ოჯახი სახლში არ იმყოფებოდა.

ადგილობრივი ყვება, რომ ამ ფაქტის “მომკითხავი არავინ არ არის” და ოჯახს შიშის ქვეშ უწევს ცხოვრება.

ჯერჯერობით უცნობია, დაიწყო თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება.