უპრიანი იქნება, თუ ოპოზიცია გადახედავს პარლამენტში არშესვლის გადაწყვეტილებას – ძიძიგური

კონსერვატიული პარტიის ლიდერის, ზვიად ძიძიგურის აზრით, “უპრიანი იქნება”, თუ ოპოზიცია გადახედავს პარლამენტში შესვლა-არშესვლის გადაწყვეტილებას.

“ბიძინა ივანიშვილს გავლენა მაინც რჩება იქედან გამომდინარე, რომ ის გუნდი, რომელიც მთლიანად ყველა საკვანძო თანამდებობაზეა, ესენი არიან ბიძინა ივანიშვილის ნდობით აჭურვილი პირები, მაგრამ პოლიტიკური რეალობა იცვლება. ეს არის სრულიად ახალი პოლიტიკური ასპარეზი. საპარლამენტო მანდატები და საპარლამენტო ოპონირება დღეს კიდევ უფრო აქტუალური და აუცილებელი და საჭიროა.

ოპოზიციას აქვს ორი ბერკეტი: ერთი არის პარლამენტი და მისი ტრიბუნა, მეორე ბერკეტია – ქუჩა. მე ვფიქრობ, ოპოზიციამ რომ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლა–არშესვლაზე, ამ პოლიტიკურ ვითარებაში უპრიანი იქნება, თუმცა, რა თქმა უნდა ეს მათი გადასაწყვეტია”, – ამბობს ზვიად ძიძიგური ფორმულასთან ინტერვიუში.