ურალის ელექტროქიმიურ კომბინატში აფეთქება მოხდა – დაიღუპა 1 თანამშრომელი

რუსეთში, ურალის ატომურ სადგურზე აფეთქება მოხდა – რუსული სამთავრობო გამოცემა Ria Novosti წერს, რომ ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა არ კონკრეტდება მისი ვინაობა.

შემთხვევა დღეს, 14 ივლისს ადგილობრივი დროით 9:13 საათზე მოხდა.

ავარია ურალის ელექტროქიმიურ კომბინატში მოხდა, როგორც ცნობილია დაირღვა დაქვეითებული ურანის ჰექსაფტორიდით სავსე ბალონის ჰერმეტულობა.

  • „სიტუაცია ლოკალური ხასიათისაა და შემოიფარგლება საწარმოო უბნის ტერიტორიით.
    არ არსებობს მოსახლეობის დასხივების, ტერიტორიის ქიმიური დაბინძურების, გარემოს რადიოაქტიური და ქიმიური დაბინძურების საფრთხე“, – ნათქვამია რუსეთის ფედერალური სამედიცინო – ბილოგიური სააგენტოს განცხადებაში.

ურალის ელექტროქიმიური ქარხნის 24 თანამშრომელი დამატებით შემოწმებას გადის, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, – წერს რუსული გამოცემა TASS-ი.

ეს არის ურანის გამდიდრების უდიდესი ობიექტი მსოფლიოში.

მოსახლეობას სთხოვენ, სიმშვიდე შეინარჩუნონა, დარჩნენ სახლებში და არ გააღონ ფანჯრები.

ქარხანამ განაცხადა, რომ რადიაციის დონე ადგილზე და მიმდებარე ტერიტორიაზე ნორმალურია.