“თუ ვთქვათ რუსეთმა როგორც გამოაცხადა ცხინვალი და აფხაზეთი ასევე გამოცხადა ეკლესიები თავის ნაწილად, რას აკეთებს ის, ბევრს რომ ყვირის? რას გააკეთებს? ანუ, რაღაც დონეზე შენ უნდა იაზროვნო, რომ თუ რაღაცას ამბობ, იმას რა შეიძლება მოყვეს. აგინებს და ლაჩრებს უწოდებს ყველა სასულიერო პირს, გაიღვიძეთ და რაღაც სისულელე… ამ ურაპატრიოტიზმს მოჰყვება ის, რომ დაგაჩოქებენ რა, და შენ რისი ძალა გაქვს, რომ ამ ყველაფერს წინ აღუდგე? თუ არ გაქვს ძალა, მაშინ ბევრს ნუ ყვირი რა, გაჩერდი და ზედმეტს ნუ ილაპარაკებ, იქნებ ამის მეშვეობით გარკვეულწილად ავირიდოთ… ჩვენთვის არ სცხელათ, ძალით თავს ნუ შევყოფთ, შენ რომ შეუჩნდე, იმანაც შეიძლება გაიქნიოს ხელი, იმისთვის მეტი ძალისხმევა არ არის საჭირო, თავის ბრძოლაში, რომელშიც არის ჩაბმული, შენ კიდე დამანებე თავი, ასე მოგცხოს და შენთვის საკმარისია ის ჩარტყმა. რას აკეთებ მერე? სიმდაბლით უნდა შევხედოთ.

გვეუბნება პატრიარქი, ილოცეთო, რაის ლოცვაო, ვამხილოთო. ლოცვა არის უფლის წინ, შენ უფალს არ სცნობ, შენ გგონია, მაგარი ხარ, რომ ამხელ იმათ ამით რაღაცას მიიღებ და რომ ლოცულობ, ამით არაფერს უკეთებ? აქედან რომ ვუჩიჩხინოთ რუსეთს უფრო მეტია, თუ რომ ვილოცოთ ღვთის წინაშე და შეწევნა ექნებათ იმათ, რა უფრო მნიშვნელოვანია?!”

თქვა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ ქადაგებისას.