ურეკში ზღვაში კაცი დაიხრჩო 11:01, 17-07-2024 ურეკში ზღვაში 60 წელს გადაცილებული კაცი დაიხრჩო. თვითმხილველების თქმით, კაცს, რომელიც ადგილობრივი იყო, ზღვაში შესვლის შემდეგ გული გაუჩერდა. ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული, ცხედარი ბათუმის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.