“კიდევ ერთი ნათელი მაგალითი მინდა მოვიყვანო იმისა, თუ რა გაკეთდა და ბუნებრივია, დასკვნები შემდეგ თქვენ გამოიტანეთ. რამდენიმე დღის წინ ვიმყოფებოდი ურეკში და მივდიოდი ბათუმის მიმართულებით. გავჩერდი შლაგბაუმზე, სადაც ჩაიარა შტადლერის ახალმა მატარებელმა, რომელიც მაქამდე არ იყო და უცებ, გარკვეულწილად, ადამიანი იბნევი, იმიტომ, რომ თავს გრძნობ ნამდვილად ევროპაში, როცა ხედავ ამ მატარებელს.

მას შემდეგ, რაც გაიხსნა შლაგბაუმი და დავიძარი ბათუმის მიმართულებით, მარჯვენა მხარეს დავინახე დენდროლოგიური პარკი. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რამხელა ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, როდესაც საუბარი იყო ხეების გადმოტანაზე და დღეს კი გვაქვს უმშვენიერესი პარკი, რომელიც მართლაც, რომ საოცრება არის. გავიხედეთ მარცხენა მხარეს და დავინახეთ მუსიკოსების პარკი, სადაც უამრავი ტურისტი, მართლაც რომ გაოცებული იყურებოდა. კიდევ მინიატურების პარკი და ბლექ სი არენა და ახალი გზით წავედით ბათუმისკენ და ახალი ავტობანით, სულ რაღაც 15-20 წუთში ვიყავით ბათუმში.

აი, ეს არის მეგობრებო ის ნათელი ცვლილებები, რომელიც შეგვიძლია ვიხილოთ საკუთარი თვალით. უბრალოდ, განსხვავებით წინამორბედებისაგან ქართული ოცნება არ ახდენს ამის დამადლებას, იმიტომ, რომ ამით ჩვენ თავი კი არ უნდა მოვიწონოთ, არამედ, უბრალოდ, გაბარებთ ანგარიშს. ეს არის ჩვენი მოვალეობა”

განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ვანის მერობის წარდგენაზე.