გამოცემა The Sun დიპლომატიური წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ნატოს გენერალური მდივანი შესაძლოა ევროკომისიის ხელმძღვანელი, ურსულა ფონ დერ ლაიენი გახდეს. მიუხედავად იმისა, რომ მას ევროკომისიის პრეზიდენტის უფლებამოსილება მომავალ წელს ეწურება, ნატოს წევრმა რამდენიმე ქვეყანამ შესთავაზა მას ალიანსის ხელმძღვანელობა მიმდინარე წლის ოქტომბერიდან.
ამავე პოზიციაზე კიდევ ერთი პრეტენდენტი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი. The Sun-ის ცნობით, თუ მისი კანდიდატურა დამტკიცდება, ის გახდება ნატოს პირველი გენერალური მდივანი დიდი ბრიტანეთიდან ბოლო 20 წლის განმავლობაში.
თუმცა, ოფიციალური არჩევნები ჯერ არ არის დანიშნული და ახალი ლიდერის კანდიდატურა დახურულ კარს მიღმა განიხილება.