“ურჩევნია, მისთვის მიუღებელი გზით მოხდეს მისი გათავისუფლება, ვიდრე ამნისტიით “- ასე ეხმაურება, ”ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია, ენმ-ის თავჯდომარის, ნიკა მელიას წერილს საპატიმროდან, რომელმაც განაცხადა რომ ის დათანხმდება ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს, იმ შემთხვევაში თუ ქართული ოცენება, ამნისტიას გაითხოვს. ამის შესახებ, ბოკერიამ, ფორმულას გადაცემა, ”კომენტარი” ისაუბრა.
“რაც შეეხება მელიას წინადადებას, მგონი ყველაფერი ნათქვამია, რაც დაწერა. ეს არის მისი პოზიცია, რომ ამ ცუდ ვითარებაში, ჩემი აზრით ცუდ ვითარებაში, მას ურჩევნია მისთვის მიუღებელი გზით მოხდეს მისი გათავისუფლება, ვიდრე ამნისტიით, რომ მერე გამოვიდეს, რომ მის გამო შეიწყალეს 20 ივნისის სამართალდამრღვევები. ეს პერიოდი მისკენ თითის გაშვერა ვნახეთ ირიბად თუ პირდაპირ, ეს არასწორია.” – განაცხადა გიგა ბოკერიამ.