უსარგებლოა უსაფუძვლო კომენტარებია – დეგნანი კობახიძეზე

“ძალიან უსარგებლოა უსაფუძვლო კომენტარებია ნათქვამი იმგვარად, რომ საზოგადოებაში დაბნეულობას იწვევს” .- ასე ეხმაურება, საქართველოში აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას, რომელშიც ის ბიძინა ივანიშვილისთვის შვეიცარიულ ბანკში გადარიცხვებთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემას პოლიტიკურ შანტაჟსა და საქართველოს ომში ჩართვის სურვილს უკავშირდებოდა.

“კრედიტ სვისთან” დაკავშირებული შეკითხვა ჯობს, “კრედიტ სვისს” დაუსვათ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, კერძო კომპანიაა და არ ვიცი და არ მაქვს ინფორმაცია, რა ხდება “კრედიტ სვისში”… ძალიან უსარგებლოა უსაფუძვლო კომენტარები ნათქვამი იმგვარად, რომ საზოგადოებაში დაბნეულობას იწვევს. ეს არის ერთგვარი დეზინფორმაცია, რომელსაც მოაქვს დაბნეულობა და საბოლოოდ, ხალხის დაყოფა. ახლა ის დროა, როცა საქართველოს გაერთიანება ესაჭიროება და არა დაყოფა. ახლა ერთობის დროა. მე დამაბნია ამ კომენტარის შინაარსმა და ვერ განგიმარტავთ, უკაცრავად”, – თქვა აშშ-ის ელჩმა.