“არ მჯერა, რომ ისინი (რუსები – რედ.) საზღვარზე გაჩერდებოდნენ. დღეს ჩვენ უსაფრთხოდ მხოლოდ უკრაინის წყალობით ვართ”,
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ მიიჩნევს, რომ რუსეთი უკრაინის დაპყრობის შემთხვევაში, გააგრძელებდა ექსპანსიას მოლდოვის ტერიტორიაზე. სანდუმ ამის შესახებ, Financial Times-თან ინტერვიუში ისაუბრა.