უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტის წარმომადგენელი არ მიიწვიეს – ამის შესახებ ინფორმაციას, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ პრეზიდენტმა არაერთხელ დააყენა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის საკითხი, ასევე, ხაზი გაუსვა, ამ ფორმატში, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლით არსებული გამოწვევების შესწავლის აუცილებლობას, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია.
“განხილული საკითხები, რომელიც მოიცავს მსოფლიო და რეგიონული უსაფრთხოების მნიშვნელოვან ტენდენციებს, და მათ შორის, “უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს”, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებს, თუ საფრთხეების შეფასების დოკუმენტის განხილვას, ყველა შემთხვევაში, მოითხოვდა პრეზიდენტის წარმომადგენლის საბჭოზე დასწრებას”, – ნათქვამია განცხადებაში.