უსინდისო ვიყო, ერთი სული მაქვს, დეტალებზე ვილაპარაკო – ელისაშვილი

“უსინდისო ვიყო, ერთი სული მაქვს, დეტალებზე ვილაპარაკო “- ამის შესახებ, პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. მისი თქმით ელჩების მოთხოვნით, ელჩებთან რაზე საუბრობენ ეს დეტალები ჯერ კიდევ უცნობი უნდა დარჩეს.

„ლამის ვეხვეწე ელჩებს, რომ მომცენ უფლება, ვილაპარაკო დეტალებზე, რომ ხალხმა გაიგოს რაზე ვლაპარაკობ. ერთი სულ მაქვს ხალხს მოვუყვე, რაზე მიდის ლაპარაკი, რაზე ვარ თანახმა და რაზე არა. „ქართული ოცნება“ რას ითხოვს და იხვეწება, არ მაინტერესებს. ელჩებმა დაჟინებით გვთხოვეს, ლამის გვეხვეწნენ, არ მოყვეთ დეტალებიო. რა თქმა უნდა, რომ ძალიან მალე უნდა შევხვდეთ და გაგრძელდეს ეს ყველაფერი. უსინდისო ვიყო, ერთი სული მაქვს დეტალებზე ვილაპარაკო და ყველას გავცე პასუხი , აქ რაზე ვლაპარაკობთ და რისთვის ვართ მზად. არ შევდივარ პარლამენტში და ვინც მაბრალებს ამას, რომ შევედი პარლამენტში, უბრალოდ არის ტუტუცი და სათითაოდ გავცემ პასუხს ყველას. სადღაც წინ წავიწიეთ, სადღაც ისევ გაჩერებულები ვართ“, – განაცხადა ელისაშვილმა.