“აქ ვიღაც ბრიყვები ალაპარაკდნენ, რომ თურმე მე და გიგა დღის წესრიგს “ვერ ვქმნით” და ამიტომ გვიწევს სააკაშვილის კომენტირება.

ეს არის უსირცხვილო ტყუილი.

მხოლოდ რამდენიმე ფაქტს მოვიტან ბოლო წლებიდან:

1. 2018 წელს მე ერთი საათის განმავლობაში ვიჯექი ჰილარი კლინტონის გვერდზე და ვსაუბრობდი საქართველოზე, ახალ დემოკრატიებზე და მათ წინაშე მდგარ გამოწვევებზე.
თემა იყო პუტინი და მე (არ ვიცი, რა დამსახურების გამო) ვიჯექი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოლიტიკოსის გვერდით და ვსაუბრობდი 3.7 მილიონიანი ქვეყნის გასაჭირზე – მთელი ერთი საათი.

ოპოზიციურ რუსთავი ორს მე არ გავუშუქებივარ (შუა დღის შოუმ გამაშუქა გაკვრით – მხოლოდ იმიტომ რომ წამყვანებს შორის ერთი ორი ისეთია, საკუთარ თავს რომ პატივს სცემს).
ჩემ ადგილას მიშა რომ ყოფილიყო, ან სანდრა, ან გიული ალასანია, ან ხატია დეკანოიძე, ან თინა ბოკუჩავა, ან ნებისმიერი სხვა, ვისაც “მიშას სუნი” აქვს – ამ თემით გაიხსნებოდა და დაიხურებოდა ყველა საინფორმაციო გამოშვება რუსთავი ორზე მაგ კვირის განმავლობაში.
ვინც მეტყვის, რომ აი ამ პუნქტში მე ვცდები, ან სულელია, ან ფლიდი.

2. ამას წინათ, ბიძინა ივანიშვილის კარიკატურებს ვაკრავდი და უკან თბილსერვისი დამყვებოდა, აძრობდა – დავადექი, თბილსერვისის თანამშრომელი გამექცა და დაქოქილი მანქანა დამიტოვა – განა რამე მნიშვნელოვანი მოხდა, უბრალოდ, ცნობისთვის ამ ვიდეოს ტაბულაზე აქვს მილიონი ნახვა. ასეთივე ტრაფიკი აქვს ევროპული საქართველოს ვიდეოსაც.

არცერმა ოპოზიციურმა არხმა არ გააშუქა.
სააკაშვილს, ლიზა იასკოს, ან ხაბეიშვილს რომ თბილსერვისის თანამშრომლისთვის ედევნა, “ნუ გარბიხარ ბიჭო, არაფერს დაგიშავებ” ყვირილით – იმ დღეს ეს თემა ყველა საინფორმაციოში მოხვდებოდა.
ვინც ამ პუნქტში არ მეთანხმება, ან სულელია, ან ფლიდი.

3. სამი დღის წინ, მე და გიგა სახელობითად მოვხვდით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიშში საბჭოთა ისტორიის გაყალბების ბრალდებით (სხვა მედიებთან ერთად, უბრალოდ ჩვენი დაკონკრეტება საჭიროდ ჩათვალეს).

ეს კიდევ არაფერი – იმავე ანგარიშში საქართველოს ხელისუფლებას საყვედურობენ, რომ თურმე საბჭოთა ისტორიის შეურაცხყოფას ეგუება, არ ებრძვის ამ მედიებს.
ეს თემა არ გაშუქდა.

სადაც ამ თემაზე სასაუბროდ დამიძახეს – იქაც ლიზა იასკო შემოიყვანეს ჩემი საუბრისას, “სააკაშვილი ხან წვება, ხან დგებაო”, დაახლოებით ამას იძახდა.
სააკაშვილის, ეკა ხერხეულიძის, ან კობა ნაყოფიას გვარი რომ გამოჩენილიყო რუსეთის საგარეოს მიდზე, ყველა საინფორმაციოში მოხვდებოდა.
ვინც ამ პუნქტში არ მეთანხმება, ან სულელია, ან ფლიდი.

——–
მე ასე დაუსრულებლად შემიძლია გავაგრძელო, მეხსიერება კარგი მაქვს და ფაქტი უამრავია, უთვალავი.
უბრალოდ, არავის ეგონოს კერძო ტელევიზიებს რამეს ვსაყვედურობ.
მე გულით მჯერა, რომ კერძო მედიას რა დღის წესრიგი ექნება, მათი პატრონების და მათი რედაქციის გადასაწყვეტია.
კრიტიკოსები თავისას იტყვიან – ხალხი შეაფასებს.}

ტელევიზიის ხელმძღვანელობას და პატრონებს სააკაშვილი მიაჩნიათ ამ ქვეყნის მომავალ მმართველად და მასთან ლაგდებიან. სააკაშვილთან დალაგება მისი დღის წესრიგით მოძრაობას ნიშნავს. ეს მათი ნებაა – ვნახოთ, ვინ აღმოჩნდება მართალი. (ქვეყნისთვის რა ჯობია, და მაღალი მატერიები მათთან საუბარში არ გამოგვადგება).

უბრალოდ, ბრალდება, რომ ჩვენ დღის წესრიგს ვერ ვქმნით და ამიტომ არ გვაშუქებს ოპოზიციური მედია, არის დიდი სიბრიყვე და სისულელე. ჩვენ დღის წესრიგს ვქმნით და ჩვენი შეცდომა ისაა, ტელევიზიების მიღმა კომუნიკაციის გზების ძიება რომ დავაგვიანეთ. ანუ ჩვენი შეცდომა ისაა, ჩვენი დღის წესრიგის სხვა გზით მიტანა რომ აქამდე არ ვცადეთ.
თორემ დღის წესრიგს კი არ ვქმნით, მხოლოდ ჩვენ ვქმნით იმ დღის წესრიგს, სადაც რამე მოგვიგია:

1) პროპორციული არჩევნებიც ჩვენი დღის წესრიგის ნაწილია – სააკაშვილის ნების წინააღმდეგ;

2) კოორდინაციაც ჩვენი დღის წესრიგის ნაწილია – სააკაშვილის ნების წინააღმდეგ;

3) გათავისუფლებული პოლიტპატიმრებიც ჩვენი დღის წესრიგის ნაწილი იყო;

4) და ერთადერთი შეთანხმებაც, სადაც ბიძინამ წააგო – 8 მარტი.

ბუნებრივია, ამ შეცდომას გამოვასწორებთ, და დამოუკიდებელ გზებს გამოვნახავთ ხალხთან კომუნიკაციისთვის, რომ მხოლოდ ტელევიზიებზე არ იყოს დამოკიდებული ჩვენი და ხალხის ურთიერთობა”

წერს “ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი Facebook-ზე.