პარტია ლელოს წევრი დავით უსუფაშვილი პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ ზურაბიშვილს ქართული ოცნების დასახმარებელი “არაფერი სჭირდა”.
“თავიდანვე ვთვლიდი, რომ სალომე ზურაბიშვილს არაფერი სჭირდა საიმისო, რომ ქართული ოცნების იმ ტიპის დახმარება მიიღო, რაც მას ოცნებამ მისცა, მაგრამ მაშინ ის ამაზე დათანხმდა. დამოუკიდებელი პრეზიდენტის ინსტიტუტის დამკვიდრებისკენ ნაბიჯები რაც უფრო სწრაფად გადაიდგმება, ეს არის კარგი ქვეყნისთვის.
ჩვენ გვჭირდება ხელისუფლების დანაწილების მოდელში დამოუკიდებელი პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი რაც მეტად შეძლებს, იყოს დამოუკიდებელი ყველასგან და იყოს კონსტიტუციის, საღის აზრის გამტარებელი, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის”,– ამბობს ის ტვ პირველის ეთერში.
უსუფაშვილის განმარტებით, ზურაბიშვილისგან ეს შეიძლება გამოიხატოს კონკრეტულ ცვლილებებზე ვეტოს დადებით, მხარეებს შორის მედიაციით და სხვა გზებით.