“შიმშილი ყველას პოლიტიკური უფლებაა, მათ შეუძლიათ ეს უფლება გამოიყენონ. თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, როდესაც ბელადის შანტაჟით იწყებს 200 ადამიანი შიმშილობას. ეს არის სამწუხარო მოვლენა, რაც ბუნებრივია პოლიტიკას არ წაადგება, თუმცა ეს არის მათი გადაწყვეტილება, მათი არჩევანია. ჩვენ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ადამიანები ბელადის შანტაჟით შიმშილობენ. არავინ არავის დასცინის, მაგრამ თავისთავად ის ფაქტი, რომ ადამიანები, 200 კაცი თუ რამდენიც არის, ბელადის შანტაჟის გამო შიმშილობს, ეს არის ტრაგიკომიკური მოვლენა”

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ენმ-ს მიერ გამოცხადებულ მასობრივ შიმშილობაზე. გუშინ ნაციონალურმა მოძრაობამ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასობრივი საპროტესტო შიმშილობა გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, შიმშილობის აქციაზე 300-ზე მეტი ადამიანი ჩაერთვება. ისინი კახეთის გზატკეცილზე, პარტიის ოფისთან გაშლილ კარვებში იშიმშილებენ.