“სიმართლე გითხრათ, ტრაგედიას ვერ ვხედავ, შეხვდება დღეს, ხვალ ან ზეგ. რაზეც უნდა ისაუბროს, რა მნიშვნელობა აქვს, კარგი იყო თუ ცუდი იყო. სიმართლე გითხრათ, მარგველაშვილის რამე ქმედითი ნაბიჯი არ მახსენდება, იქნებ თქვენ შემახსენოთ. ოთხი წლის განმავლობაში მე დამამახსოვრდა იმით, რომ სულ ექიშპებოდა ჩვენს გუნდის წევრებს ან პრემიერ-მინისტრს, ვინ წავიდოდა გაეროს სხდომებზე. ამით დამამახსოვრდა. თქვენ შეგიძლიათ ერთი თემა შემახსენოთ, რომელიც მარგველაშვილმა დაასახელა, გაიტანა და ქვეყანას რაღაც სიკეთე მოუტანა, გახსოვთ? მე არ მახსენდება. მისგან განსხვავებით, ზურაბიშვილის მახსოვს.
პრეზიზიდენტი იყო და მეუბნებით, რომ უფლება არ ჰქონდა რამე ნორმალური ინიციატივა წარმოედგინა და გაყოლოდა და ახლა, უუფლებო ექსპრეზიდენტის გაკეთებული საქმე რა უნდა იყოს? არაფერი, შეხვედრა შეხვედრისთვის, ჩემი აზრით. შევუშვათ იქ, შევიდეს სააკაშვილთან, დაელაპარაკებიან, გამოცდილებას ეტყვიან. ალბათ ეტყვის, რომ აგერ, ბატონო, დანაშაული როცა გაქვს ჩადენილი, არ აქვს მნიშვნელობა, რა სტატუსი გქონდა წარსულში…”
ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა პალიტრანიუსის ეთერში. ცნობისთვის, დღეს გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილს ითხოვს. ის უწყებებისგან ითხოვს, შეუშვან მიხეილ სააკაშვილთან.