უფალთან დისტანცირებულები არ უნდა ვიყოთ, ეკლესიაში არცერთი ინფიცირებული არაა – მეუფე იოანე

მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი ამბობს, რომ ადამიანები უფალთან დისტანცირებულები არ უნდა იყვნენ.

მეუფე ამტკიცებს, რომ რომ რადგან ეკლესიაში ამ დრომდე არცერთი ინფიცირებული არ არის, ეს იმას ნიშნავს, რომ ეკლესია რეკომენდაციებს იცავს.

,,რეკომედნაციებს ეკლესია ითვალისწინებს საუკეთესოდ, ამის დასტურია, რომ ჩვენთან არცერთი ინფიცირებული არაა, თქვენ თუ დაინფიცირება გინდათ, წადით სხვაგან. იქნება კურთხევა და ის შესრულდება, ჩვენ უფალთან დისტანცირებულები არ უნდა ვიყოთ და ახლოს უნდა ვიყოთ უფალთან”, — თქვა მეუფე იოანემ.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ეკლესია სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით იმ კურთხევას შეასრულებს, რასაც საპატრიარქო გასცემს.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული, აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება, დღეს სამების საკათედრო ტაძარში მრევლი ხარების ლუტურგიას დაესწრო.