უფალი იყოს თითოეული თქვენგანის მფარველი – მაჟორიტარმა მომავალი მთავრობა დალოცა

ქართული ოცნების ზესტაფონის მაჟორიტარმა, ბეჟან წაქაძემ საპარლამენტო სხდომაზე მომავალი მთავრობა დალოცა.

“მართლაც, ურთულესი პერიოდია, ურთულეს პერიოდში გვიწევს და მოუწევს მთავრობასაც მუშაობა, უფალი იყოს თითოეული თქვენგანისა და სრულიად საქართველოს მფარველი, – განაცხადა დეპუტატმა და კონკრეტულ საკითხებზე მხოლოდ ამ შესავლის შემდეგ გადავიდა”,– თქვა წაქაძემ.

მან გახარიას სთხოვა, რეგიონებში ადგილობრივი ბიუჯეტები პანდემიის კონტექსტის გათვალისწინებით იყოს დაგეგმილი, ისევე როგორც ახლა, ცენტრალური ბიუჯეტია შედგენილი.