უფლება აქვთ, კონტრიერიშებზე გადავიდნენ, ამისთვის უკრაინას ყველა საჭირო იარაღს მივაწვდით – კირბი

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი, ჯონ კირბი აცხადებს, რომ უკრაინელებს უფლება აქვთ კონტრიერიშებზე გადავიდნენ, ამისთვის მათ აშშ ყველა საჭირო იარაღს მიაწვდის.

  • “რუსეთმა უკრაინას სასიკვდილო დარტყმები მიაყენა. მთელი ქვეყნის მასშტაბით რუსეთმა დაარტყა სავაჭრო ცენტრებს, მრავალსართულიან სახლებს, დახოცა უდანაშაულო უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები. ამგვარი სისასტიკის წინაშე პრეზიდენტმა ნათლად აჩვენა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იქამდე გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, სანამ ეს მას დასჭირდება. უკრაინელებს აქვთ თავდაცვის უფლება და ასევე აქვთ უფლება, რომ საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე კონტრიერიშებზე გადავიდნენ. ჩვენი ამოცანაა, მათ მივაწოდოთ ყველა საჭირო იარაღი, რათა ამის გაკეთების საშუალება ჰქონდეთ”, – თქვა ჯონ კირბიმ.