“თავიდანვე გეტყვით, რომ ეს სწორი ინფორმაცია არ არის. მე არ ვიცი, ეს ინფორმაცია საიდან გავრცელდა, ან ვინ ავრცელებს. მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, მისი სასიცოცხლო პარამეტრებიც სტაბილურია. შესაბამისად, მკურნალობა გრძელდება”.
ვივამედის მთავარი ექიმი, ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანის ინფორმაცია არასწორია.