უფრო დიდი საფრთხის შემცველია ქორწილები და ქელეხები – ტიკარაძე არჩევნებზე

უფრო დიდი საფრთხის შემცველია ქორწილები და ქელეხები  – ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, არჩევნები უსაფრთხოდ ჩატარდება, თუ ცესკო, პარტიები და მოქალაქეები ჯანდაცვის სამინისტროს და NCDC-ის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ.

“ჩვენ ვთვლით, რომ გაცილებით უფრო დიდი საფრთხის შემცველია ქორწილები და ქელეხები, რომელიც იმართებოდა და გარკვეული შეხვედრები, რომელიც ფარულად იმართება, ვინაიდან სწორედ ამ პროცესში ხდება განსაკუთრებით ინფექციის გავრცელება. იმ პერიოდისთვის ველოდებით ეპიდემიოლოგიურად ინფიცირებულთა კლებას. მნიშვნელოვანია, რომ ცესკომ, ყველა მოქალაქემ და პარტიამ გაითვალისწინოს ჯანდაცვის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყველა რეკომენდაცია და ამ შემთხვევაში, არჩევნები ნამდვილად უსაფრთხო იქნება”, – თქვა ტიკარაძემ.