რომელთაც გადაწყვიტეს რეჟიმის სანქცირება მოხდეს. მათ შეუერთდა ჩეხეთი, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი სახელმწიფო მრავალი წელია, აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. მათაც გადაწყვიტეს რეჟიმის წარმომადგენლებს, დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს დაუწესდეს სანქცია, არ მიეცეთ ევროკავშირში გადაადგილების შესაძლებლობა. ეს საქართველოს მოქალაქეებისთვის უნდა იყოს ძალიან ნათელი გზავნილი, რომ სანამ არ შეიცვლება რეჟიმი, რომელიც დღეს მართავს საქართველოს, ჩვენ მხოლოდ დავკარგავთ ეტაპობრივად ყველანაირი ურთიერთობის ჩარჩოებს, რაც ევროპასთან გვაქვს“,
ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც იმ ფაქტს გამოეხმაურა რომ ჩეხეთის მთავრობამ ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო ვალდებულებების შემოღება დაამტკიცა.