უჩა აბაშიძე და მარი იაშვილი რეჟიმის პირველი მსხვერპლები იყვნენ.. სამართალი საერთოდ არ არსებობს? ყველა უნდა გამოვიდეს ციხიდან მაგრამ აი ეს ორი არა?! – დოდი ხარხელი

“უჩა აბაშიძე და მარი იაშვილი რეჟიმის პირველი მსხვერპლები იყვნენ.. სამართალი საერთოდ არ არსებობს? ყველა უნდა გამოვიდეს ციხიდან მაგრამ აი ეს ორი – არა?! ” – ამის შესახებ, სოციალურ ქსელში, ბლოგერი უჩა აბაშიძის ყოფილი მეუღლე, ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი და აქტივისტი, დოდი ხარხელი წერს.

”უჩა აბაშიძე და მარი იაშვილი ამ რეჟიმის პირველი მსხვერპლები იყვნენ გაზაფხულზე. იმის მერე აიშვა და აიშვა რეჟიმმა და ზოგს დრაგი უპოვა დამალული, ზოგს მოლოტოვის ბოთლები, ზოგი ჯებირს აზიანებდა, ზოგმა ჭუჭუა ატკინა პოლიციელს და ავცდით 50-ს.სიგიჟეა ჩემთვის იმის ხილვა, როგორ ბჭობენ, ამხელა სიაში ჩაიწეროს თუ არა უჩას სახელი, და იმ სიებშიც კი, სადაც უჩა ხვდება – ავიწყდებათ მარი.თავს ძალას ვატან ეს პოსტი რომ დავწერო, მართლა არაა ჩემთვის იოლი თემა, მითუმეტეს, რომ ჩემთანაცაა კავშირში, მაგრამ ხალხო, ანუ სამართალი საერთოდ არ არსებობს ამ ქვეყანაში, მაგრამ აი კონკრეტულად ამ ქეისში – არსებობს?? ამიტომ ყველა უნდა გამოვიდეს ციხიდან, მაგრამ აი ეს ორი – არა?? ჩემთანაც ამ მუხლით შემოვიდნენ, სხვათაშორის. ანუ მეც რომ დამიჭერდნენ, იტყოდით “au es safrtxilo temaa, ar gvinda ra.”
ყველას შევეცი ერთი კიდე, ვინც ამას იტყოდა.” – წერს ამის შესახებ დოდი ხარხელი.

შეგახსენებთ, რომ  სამხედრო ბლოგერი, უჩა აბაშიძე, 2024 წლის, 9 მაისს გვიან ღამით, ხოლო მისი მეუღლე მარიამ იაშვილი 11 მაისს დააკავეს.  შსს-ს მტკიცებით, მარიამ იაშვილი და უჩა აბაშიძე “სხვადასხვა პირთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს, კერძოდ კი, ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვებასა და შენახვაში” არიან ბრალდებულები.

გამოძიება უჩას,  სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა და 236-ე მუხლებით ჩადენილ დანაშაულებს ედავება, რაც გულისხმობს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება, შენახვას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ აბაშიძემ და იაშვილმა 5 წლის განმავლობაში – 2019-დან 2024 წლამდე პერიოდში ასობით პირის სქესობრივი კავშირის ამსახველი ვიდეო და აუდიო მასალა ჩაიწერეს.

სახლის ჩხრეკისას, უჩა აბაშიძეს თითქმის სამი საათის განმავლობაში არ აძლევდნენ ზარის განხორციელების უფლებას, მასთან არ უშვებდნენ ადვოკატებს. ადვოკატი აბაშიძესთან ჩხრეკის დასრულების შემდეგ და უჩას სახლიდან გამოყვანამდე რამდენიმე წუთით ადრე შეუშვეს. გომელაურის უწყება, აბაშიძეს იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო უკანონო შეძენა-შენახვასაც ედავება, თუმცა ბლოგერის ძმა, გიორგი აბაშიძე ამბობს, რომ უჩა სახლში რეგისტრირებულ იარაღს ინახავდა.  მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ვიდეომასალა, რომელიც აბაშიძის სახლშია გადაღებული და მასში “დიდი რაიდენობით იარაღი ჩანს” – სინამდვილეში კი შსს-მ Airsoft-ის სათამაშო თოფები აჩვენა.

  •  Airsoft-ი გუნდური საბრძოლო სპორტული თამაშია. „აირსოფტის“ იარაღი არის რეალურის ადაპტირებული ასლი და ისვრის მსუბუქ პლასტმასის ბურთულა-ტყვიებს. 

აქვე შეგახსენებთ, სამხედრო ბლოგერი, უჩა აბაშიძე, აქტიურად მონაწილეობდა რუსული კანონის საპროტესტო აქციებში, მისი ბოლო ვიდეოები როგორც Facebook-ზე ასევე Youtube არხზე ,ეხება  აქციაზე მოქცევის წესებს, ვის რისი უფლება აქვს და არ აქვს კანონით და ა.შ.

დოდი ხარხელის სახლში, ჩხრეკა 2024 წლის 3 დეკემბერს, სწორედ  უჩა აბაშიძისა და მარიამ იაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში ჩატარდა.