უცნობი: გვიწვევენ, რომ რუსთაველზე მოხდეს სუნიანი კარვების აყრა

გია გაჩეჩილაძე ოპოზიციის საწინააღმდეგო აქციაზე ამბობს, რომ ისინი და სამოქალაქო აქტივისტები იწვევენ, რუსთაველზე კარვები აყარონ.

“ამათ ჰგონიათ და უნდათ, კი არ ჰგონიათ და გვიწვევენ, რომ რაღაცნაირად, რუსთაველზე მოხდეს ამ კარვების აყრა. იმ სუნიანი და გაბინძურებული კარვების აყრა. ყველამ ნახა, ვის უყვარს საქართველო და ვის არა. ელემენტარულად ერთი დღით არ აალაგეს ეს კარვები, რომ ხალხი მისულიყო და პატივი მიეგო, მაგრამ არა უშავს, რაც მათ უნდათ, ჩვენ მათ მოედანზე არ ვითამაშებთ, ეს კარგად გაიგონ, ჩვენ ვართ ინტელექტუალური პროტესტის მომხრე და დავრჩებით ასე, სულ ყოველთვის”,- ამბობს უცნობი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ეს დღე “მანქურთების დასასრულის დასაწყისია”.