”უცნობი” და ვატო შაქარაშვილი სანაიაზე თავდამსხმელებს თავდებში უდგებიან

პარტია, “აი იას” დამფუძნებლები, გია გაცეცილაძე იგივე “უცნობი” და ვატო შაქარაშვილი, ტელეწამყვან ვახო სანაიაზე თავდამსხმელების თავდებობით გათავისუფლებას ითხოვენ. მათი განცხადებით, ისინი 28 აპრილს, სასამართლო პროცესზე მივლენ სადაც, ადვოკატები თავდებობის შუამდგომლობას დააყენებენ.

“საზოგადოება გაერთიანდა პოლიტმედიაპატიმრების დასაცავად. მხოლოდ 3 დღის წინ გამოქვეყნდა თავდებობის ელექტრონული დოკუმენტი და უკვე 2 000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი თავდებობის დოკუმენტს. ეს არის დიდი ბრძოლის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი. ეს ბიჭები უნდა დავიცვათ პოლიტმედიატერორისგან მაშინ, როდესაც საყოველთაოდ ცნობილი დამნაშავეები, პარლამენტის შტურმის ავტორები, კრიმინალები და ზონდერები პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან, ახალგაზრდა ბიჭები სასამართლო განაჩენამდე უდანაშაულობის პრეზუმციის სრული დარღვევით მოძალადეებად გამოცხადნენ და მათ სასამართლოს განაჩენამდე გირაოზეც კი უარი ეთქვათ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ საქმე გვაქვს მართლმსაჯულების მახინჯ სისტემასთან, რომელიც ექვემდებარება პოლიტმედიაბულინგს”- განაცხადა ვატო  შაქარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 25 თებერვალს, ტელეწამყვან ვახო სანაიას ოჯახთან ერთად,  თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.