უცნობს ვანდალიზმის გამო დააჯარიმებენ

გია გაჩეჩილაძემ ევროპის მოედანზე მდგარ ბერლინის კედლის ფრაგმენტს “ღმერთი სიყვარულია” წააწერა, რის გამოც ის დააჯარიმეს. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე წარწერის გაკეთება ვანდალიზმია.

ინფორმაცია რადიო თავისუფლებას მერიაში დაუდასტურეს. მუნიციპალური ინსპექცია უცნობს სავარაუდოდ 1 000 ლარის ოდენობის ჯარიმას გამოუწერს.