”კალაძე რომელიც ჩვენი სახელით უარს ამბობს ჩვენივე ევროპულ მომავალზე, პარიზშია მოდის კვირეულზე” . – ამის შესახებ, სამოქალაქო აქტივისტი და ჟურნალისტი, მარიამ გეგუჩაძე სოციალურ ქსელში წერს, და თბილისის მერის, კახა კალაძის მეუღლის ანუკი არეშიძის, ინსტაგრამ სთორის ავრცელებს.
“არ მოგვცემენ სტატუს და თავისთვის დაიტოვონ.”
ამ სიტყვების ავტორი, რომელიც ჩვენი სახელით უარს ამბობს ჩვენივე ევროპულ მომავალზე, პარიზშია მოდის კვირეულზე .
“უცხოეთის აგენტის” კანონპროექტის განხილვის პარარელურად კახი კალაძე ევროპული მოდით ტკბება.
ანუ, ჩვენ, რუსეთში უნდა ვიცხოვროთ,როცა მის პირად არჩევანზე დგება საქმე, იცის რა არჩევანი უნდა გააკეთოს.
ჩვენ რუსეთში. თვითონ ევროპაში.” – წერს მარიამ გეგუჩაძე.