უცხოეთში კორონავირუსით საქართველოს 5 მოქალაქეა გარდაცვლილი, ინფიცირებულია – 35

საზღვარგარეთ კორონავირუსით საქართველოს 5 მოქალაქეა გარდაცვლილია, ხოლო ინფიცირებულია 35 .

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივ უწყებებზე დაყრდნობით ელჩები აწვდიან.

,,ჩვენი ელჩები არიან მუდმივ კომუნიკაციაზე როგორც ჩვენთან, ასევე ადგილობრივ უწყებებთან. ისინი გვაწვდიან ამის შესახებ ინფორმაციას. დღესდღეობით, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, საქართველოს 35 მოქალაქეს დაუფიქსირდა სხვადასხვა ქვეყანაში კოვიდის ინფექცია, საიდანაც სამწუხაროდ უნდა ვთქვათ, რომ 5 მოქალაქე გარდაიცვალა. ჩვენი ელჩები უზრუნველყოფენ ამ ინფორმაციის დეტალურ მოწოდებას სამინისტროსთვის”, — განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 13-ით გაიზარდა და 130 შეადგინა. მათგან 26 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.