უცხოელი დიპლომატები კიევში დაბრუნებას იწყებენ

უცხოელი დიპლომატები კიევში დაბრუნებას იწყებენ. სლოვენიამ კიევში გაგზავნა სლოვენიის რესპუბლიკის საქმეთა დროებითი რწმუნებული უკრაინაში, ბოშტიან ლესიაკი. ამის შესახებ უკრაინაში სლოვენიის საელჩო Twitter-ზე წერს.

“ქალაქი ცარიელია, შორიდან ისმის განგაში სირენები და აფეთქებები, სხვა მხრივ, დედაქალაქში დარჩენილთა ცხოვრება ნორმალურად მიდის, – თქვა ლესიაკმა კიევში ჩასვლისას.

ცნობისთვის, ერთი კვირის წინ სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინის დედაქალაქში უახლოეს მომავალში თავისი დიპლომატები დაბრუნდებიან. სლოვენიის ხელისუფლებამ მოუწოდა ევროკავშირის სხვა ქვეყნებს, იგივე გააკეთონ.