ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესების გააქტიურების მიზეზების შესასწავლად უცხოელი, ინჟინერ-გეოლოგები უკვე თბილისში არიან.ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უცხოელი სპეციალისტები, დღესვე ჩაერთვებიან კვლევით სამუშაოებში.
გუშინ, ცნობილი გახდა,რომ ვაშლიჯვრის და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერის ჩამოწოლის საფრთხე არსებობს. ფოტოები Forum.ge–ზე გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ ბაგირით და ანკერებით ცდილობენ ფერდის შეკავებას თუმცა, მეწყერის მაშტაბი იმაზე ბევრად დიდია ვიდრე, გუგლის ფოტოებზეა მონიშნული. გეოლოგები წლების განმავლობაში აფრთხილებდნენ თბილისის მერიას, რომ კონკრეტულად ამ ფერდზე არ გაეცათ ნებართვები და არ გადაეტვირთათ მშენებლობებით რადგან ამ საფრთხის წინაშე დადგებოდა ქალაქი.