ტაბულას დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი 14 ნოემბრის აქციაზე ნაციონალური მოძრაობის პლაკატების გამოჩენას – “მიშა ჩამოდი“– ფეისბუქზე აფასებს. სააკაშვილის ჩამოსვლის საკითხს და ამ საკითხზე დანარჩენი ოპოზიციის პოზიციას გუშინ კიდევ ერთხელ მოჰყვა დაპირისპირება:
“გავიგე, რომ ხალხი მოატყუეს, სხვა მიზნით მიიყვანეს და მერე უჩუმრად, საცვლებიდან თაბახები დააძრეს სააკაშვილზე.
უზრდელები არიან.
ვერ ხვდებიან, რომ ჩვენ აქციაზე იმ მიზნით მივდივართ, რაც გვაერთიანებს – არჩევნების გაყალბება.
ვერც იმას ხედავენ, რომ ჩვენ აქციაზე არ დავრბივართ ტრანსპარანტებით, რომ ბიძინა და მიშა ბოროტების ორი თავია – არადა ასე ვფიქრობ, უბრალოდ ზრდილობა მყოფნის იმათ არ შევტენო, ვინც არ მეთანხმება ისეთ აქციაზე, სადაც მოთხოვნაში ერთიანები ვართ.
ვერც იმას ხვდებიან, რომ აქციის მოთხოვნებს თუ ცვლი, მონაწილეებს უნდა შეუთანხმო და იმათ გადაწყვიტონ, უნდათ თუ არა ეგეთ აქციაში მომაწილეობა.
უწესო და ველური ძალაა, რომელთანაც მხოლოდ სანიტარული კორიდორი თუ უშველის დამარჩენ ოპოზიციას.
მაგრამ კერპმა რა ქნა? აიღო ბილეთი?
ხო გაანძრიეს? ჩამოვიდა?
P.S. აქვე კიდევ ერთხელ დავძენ, რომ სააკაშვილის პირადი გადაწყვეტილება იყო გაქცევა და მისი პირადი გადაწყვეტილებაა ჩამოსვლაც.
მაგრად გვკიდია რას იზამს.“– წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.