უწყების ობიექტზე სერჟანტი გარდაცვლილი იპოვეს – თავდაცვის სამინისტრო

“უწყების ობიექტზე სერჟანტი გარდაცვლილი იპოვეს” – ნათქვამია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით. თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის სერჟანტი მამუკა მელაძე უწყების ერთ-ერთ ობიექტზე გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარზე  დაწყებულია გამოძიება.

“თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის სერჟანტი მამუკა მელაძე (1978 წელს დაბადებული) გვიან ღამით გარდაცვლილი იპოვეს, რომელმაც უწყების ერთ-ერთ ობიექტზე თავი ჩამოიხჩო.

საქმეზე გამოკითხულია მოწმეები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და ტარდება საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიების პირველადი ინფორმაციით თვითმკვლელობა სავარაუდოდ ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება. თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნული ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს”. – წერია განცხადებაში.