“ჩემი აზრით, ძალიან უხერხულია, როდესაც სააკაშვილი თავისი მომხრეების დარაზმვას და შეგროვებას აპირებს თავის დაბადების დღეს.

სხვებს უწუნებს “ნაციონალური მოძრაობა” რომ ივანიშვილის ყმები და ბელადის მორჩილები ხართო და ეს რა გამოდის? ბელადომანია არ არის? ბელადის მორჩილება არ არის? უხერხული არ არის, რომ საკუთარ დაბადების დღეზე აგროვებ მხარდამჭერებს? თან რა მოთხოვნით, გათავისუფლების მოთხოვნით, რომელიც არის სრული სიგიჟე”

აცხადებს “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ნაციონალური მოძრაობის ხვალინდელ აქციაზე.