მიხეილ სააკაშვილის სასამრათლო პროცესზე მოსამართლე გიორგი არევაძემ ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლისადმი არასათანადო მიმართვის გამო გააფრთხილა.
როგორც მოსამართლემ აღნიშნა, უხეში მიმართვის განმეორების შემდეგ ის ჯიშკარიანს ჯერ დააჯარიმებს, შემდეგ კი გააძევებს დარბაზიდან.
„პროცესის ყველა მონაწილის მიმართ უნდა იყოთ კორექტული და პატივისცემით ესაუბრებოდეთ. დაახლოებით 40 წუთი თქვენს რეგალიებზე მესაუბრეთ და უხეშად მიმართეთ მხარეს, ამას არ გაპატიებთ, დაგაჯარიმებთ! თუ იქამდე მივიდა ეს საქმე, რომ კიდევ გაგრძელდა, გაგაძევებთ სხდომის დარბაზიდან. პატივი ეცით საკუთარ თავსაც, თქვენ მომწვევ მხარესაც და მოწინააღმდეგე მხარესაც“, – განაცხადა მოსამართლემ.