“ჩემი აზრით, ბელორუსიის პროტესტისგან ის უნდა გვესწავლა, რომ მარტო თეთრი ხელთათმანებით და ხელებდაკაპიწებული ასეთი ტიპის სისტემებთან ბრძოლა განწირულია. უხეშ სისტემასთან გვაქვს საქმე და მგონია, რომ თეთრი ხელთათმანებთან ბრძოლა არ გამოვა. ამიტომ ვამბობ, რომ უბრალოდ მიტინგზე შევიკრიბეთ-დავიშალეთ ეფექტური არ იქნება. პროტესტის მიზანი უნდა იყოს საბოტაჟი, სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობის პარალიზება, ხელის შეშლა და მათი რესურსების გამოფიტვა. ხვალინდელი აქციის შინაარსი ეგ არის, რომ 3 სხვადასხვა ლოკაციაზეა და შეგიძლია არბენინო, დაღალო”
ამბობს “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე გადაცემაში “Zoomიერი ჯაფარა”. ცნობისთვის, ოპოზიცია ხვალ, 15:00 საათზე მსვლელობას გამართავს სამი მეტროსადგურის ტერიტორიიდან – მეტრო ავლაბრიდან, სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და სადგურის მოედნიდან.