ნუ დავიწყებთ იმ ნადირის ტყავის გაყოფას, რომელიც ჯერ კიდევ ტყეში დაბორიალობს,- ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომლის მიხედვითაც, IRI-ის კვლევით, გამოკითხულთა 44% მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრი საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა დანიშნოს, 36%-ის აზრით კი, ეს მრავალპარტიულმა კოალიციამ უნდა გააკეთოს.
„არჩევნების ბოლომდე მივიდეთ, მივიღოთ სიამოვნება ოპოზიციის გარდაუვალი გამარჯვებისგან, შემდეგ ვნახოთ პროცედურულად, ორგანიზაციულად როგორ განიხილება ეს საკითხი. მე თუ მკითხავთ, თუ ჩვენ კოალიციური მთავრობა გვექნება, რაც მე, პირადად, ჩვენი სახელმწიფოს განვითარების აუცილებელ წინაპირობად მიმაჩნია, კოალიციაში უნდა შეთანხმდეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.