„ფაიზერის” მილიონამდე დოზას მივიღებთ – ეკატერინე ტიკარაძე

„ფაიზერის” მილიონამდე დოზას მივიღებთ  – ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, აცხადებს, რომ ქვეყანა ფაიზერის” მილიონამდე დოზას მიიღებს. ამის შესახებ, მან იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ზუსტი ინფორმაცია გვაქვს, რომ „ფაიზერის” მილიონამდე დოზას მივიღებთ, თუმცა, ვაზუსტებთ მოწოდების ბაზას დოზებზე. გვაქვს ასევე ზუსტი ინფორმაცია, რომ მივიღებთ 43 ათას „ასტრაზენეკას” 30 აპრილისთვის. ასევე წარმატებით მიმდინარეობს „სინოფარმთან” მოლაპარაკება და დამატებით 250 ათასი დოზა არის დაპირებული „სინოფარმის” მხრიდან ივნისში”, – ამბობს ტიკარაძე.