„მომართვიანობა დღეს “სინოფარმზე“ არის, მაგრამ არ არის ისეთი მაღალი, როგორიც იყო „სინოფარმის“ პირველი პარტიის შემოტანის შემდეგ. შესაძლოა, ეს უკავშირდებოდეს იმას, რომ მოსახლეობის ნაწილი უპირატესობას ანიჭებს „ფაიზერს“ და ელოდება ფაიზერის შემოსვლას ქვეყანაში. მათი მოლოდინები ნამდვილად რეალისტურია და ეს პროცესი მალე დასრულდება, ჩვენ გადავალთ უკვე “ფაიზერით“ ვაქცინაციის ფართო კამპანიაზე. ფაიზერის გარანტირებული დოზები, რომელიც ჩვენ გვაქვს უკვე მობილიზებული, საკმარისია დაახლოებით ნახევარი მილიონი მოქალაქისთვის. ამდენად, ეს არჩევანი ლიმიტირებული იქნება და ძვირფასს დროს ვკარგავთ მოლოდინის პროცესში”
განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიაm.