ფალავანდიშვილები, მახარაძე, ვარდოსანიძე – მთაწმინდაზე 26 პირი დააკავეს

მთაწმინდაზე შსს-მ ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის 26 წევრი დააკავა. მათ შორის არიან ზურა მახარაძე, ბექა ვარდოსანიძე, ირაკლი მარტინენკო და მამა-შვილი ფალავანდიშვილი.

ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლები პრაიდის ფესტივალის წინააღმდეგ ფესტივალის შესაძლო ტეროტორიის მიმდებარედ აქციას მართავდნენ.

ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიცისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.