გვიან ღამით თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე შუახნის კაცი დაჭრეს. მას ჭრილობები სახის არეში აქვს მიყენებული. დაჭრილი ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.
ქირურგი მერაბ ბიბიჩიძე აცხადებს, რომ დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„შუა ხნის მამაკაცი შემოიყვანა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ. მიყენებული აქვს მრავლობითი ჭრილობები ბასრი საგნით სახის არეში და მარცხენა ფერდის არეში. ჭრილობები დამუშავდა, ჩატარდა პირველადი ქირურგიული დამუშავება. ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს რაიმე საფრთხე არ ემუქრება, გადავიყვანთ პალატაში და გააგრძელებს ჰოსპიტალურ მკურნალობას,“ – აცხადებს ექიმი.
შსს–მ საქმეზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.