“ფართო კონსესუსით მიღებული შედეგი არ უნდა დაიკარგოს, უნდა გაგრძელდეს”- ასე ეხმაურება, ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი საკონსტიტუციო ცვლილებებს.
“რჩევის მიცემა იმაზე, თუ რა არის საუკეთესო პროცენტი იმისთვის, რომ დაცული იყოს პლურალიზმი ამაზე საუბარი შეგვიძლია, მაგრამ მნიშნველოვანი საკითხია, რომ ამაზე საუბარი დაიწყო შემოდგომაზე, შემდეგ გაზაფხულზე ჩატარდა მედიაციის პროცესი, რომლის შედეგადაც მივიღეთ 19 აპრილის შეთანხმება, რომლის კულმინაციური შედეგი იყო საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება 2%-იან ბარიერზე. ეს პარლამენტმა ყველა ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერით მიიღო – 126 ხმით, ეს სულ რაღაც სამი თვის წინ მოხდა. ფართო კონსესუსით მიღებული შედეგი არ უნდა დაიკარგოს, უნდა გაგრძელდეს, ” – აცხადებს კარლ ჰარცელი