„ფარისეველ პატრიოტებს და მოზეპირე ცხვრებს შიშისგან გათავისუფლებას ვუსურვებ…“ – მეგი გოგიტიძე

„ფარისეველ პატრიოტებს და მოზეპირე ცხვრებს შიშისგან გათავისუფლებას ვუსურვებ…“-  წერს, მომღერალი მეგი გოგიტიძე სოციალურ ქსელში, რომელიც  6 აგვისტოს მოსკოვში კონცერტს გამართავს.

„სიყვარულის გარეშე ვერაფერს მოიპოვებთ… ვერაფერს შეინარჩუნებთ… იმასაც დაკარგავთ რაც გაქვთ… ფარისეველ პატრიოტებს და მოზეპირე ცხვრებს კიდევ შიშისგან გათავისუფლებას ვუსურვებ… ასე თუ გეშინოდათ ჩემი არ მეგონა აქამდე… მაგრამ მეცოდინება უკვე… (ბუნებრივია ეს იმათ ვისაც ეკუთვნით) დაბნეულ და გაუგებრობაში მყოფ ხალხს კი მოთმინებას. სიყვარულის გარეშე არც მიწა არც წყალი და არც სიცოცხლე არაფრად არ ღირს… თავისუფლება მონობაა სიყვარულის გარეშე… მორალის კითხვა უსიყვარულოდ მხოლოდ ბოროტს შეუძლია… ასევე, მხოლოდ ბოროტს შეუძლია სხვისი განკითხვით საკუთარი „სიდიადე“ დაამტკიცოს… უმტკიცეთ ახლა ერთმანეთს თუ ვინ უფრო მაგარი პატრიოტი ხართ… ვის უფრო გიყვართ საქართველო… სიყვარულის გარეშე აი ამ ფოტოზე გამოსახულ მგლებს ჰგავხართ მხოლოდ… (ესეც მათ ვისაც ეკუთვნის) მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის… ვიღებ ამ განსაცდელს… თქვენ კი დაელოდეთ რა როგორ იქნება…“ – წერს მეგი გოგიტიძე.

ცნობისთვის, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ მეგი გოგიტიძე 6 აგვისტოს მოსკოვში კონცერტს გამართავს, ბათუმში, კლუბმა ,,Sector 26-მა” 24 ივლისს დაგეგმილი, მეგი გოგიტიძის კონცერტი გააუქმა.