“რა პროცედურით მიდის განხილვა ამ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის, რაც უკავშირდება ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებას, არის გაუგებარი. მოხდა შემდეგი, ნუ ატყუებთ საზოგადოებას, როდესაც ამას ადარებთ სახალხო დამცველს იმიტომ, რომ სახალხო დამცველის კენჭისყრის დროს, ცნობილი იყო ის სამი კოლეგა, რომელიც მათი აზრით, უნდა დაეჭირათ მხარი თქვენი წარმოდგენილი კანდიდატურისთვის. რაც მოხდა გუშინ, ეს არის ფარული შეთანხმება, რომელსაც მიაღწია უმრავლესობამ, რამდენიმე ოპოზიციონერ დეპუტატთან და თქვენთვის სასურველი კანდიდატურები დანიშნეთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. თქვენ თუ გგონიათ, რომ ამას ვინმე ჩათვლის ევროკავშირის მოთხოვნის შესრულებად, მე უნდა შეგახსენოთ, რომ ევროკავშირის მოთხოვნა, მათ შორის, მაღალი კვორუმი, რომელიც საჭიროა ამ ადამიანების დასამტკიცებლად არის მოგონილი სწორედ იმიტომ, რომ პოლიტიკური კონსენსუსი შედგეს. ფარული პოლიტიკური შეთანხმება პოლიტიკური კონსენსუსი არ არის, როდესაც კენჭისყრის წინ ვერ აფიქსირებენ კოლეგები საკუთარ გადაწყვეტილებას თუ ვისთვის აპირებენ მხარის დაჭერას. ფარული კენჭისყრით ისარგებლეთ და მიაღწიეთ ფარულ შეთანხმებას და ეს არ არის პოლიტიკური კონსენსუსი და დღეს, რატომ დებთ ამ კენჭისყრას? კონსულტაცია უნდა გაიაროთ შიგნით უმრავლესობამ? ვინ არის კიდევ კანდიდატები, ვისაც მხარს უჭერთ? ჩაატარეთ მაშინ კენჭისყრა, ვინც გადაწყვიტა ოპოზიციიდან ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობა დაუჭირონ მაშინ მხარი თქვენს წარდგენილ კანდიდატებს. რა საჭიროა კენჭისყრის გადადება ჩემთვის გაუგებარია, უმრავლესობის შიგნით დამატებითი კონსულტაციების გასამართად.”

ამბობს პარლამენტის დეპუტატი, სალომე სამადაშვილი.