“ერთი რამ ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ოთარ ფარცხალაძეს სახელმწიფო სტრუქტურებთან ბოლო ათი წელია არანაირი კავშირი არ აქვს და ის კერძო პირია. ამავე დროს, ის არის საქართველოს პირველი მოქალაქე, რომელიც მოხვდა ამ ტიპის სანქციებში, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის დასანქცირებასთან. რა თქმა უნდა, შესაბამისი უწყებები ამ საკითხს შეისწავლიან და საზოგადოებას ექნება ინფორმაცია იმისთვის, რომ გავერკვეთ რაზე არის საუბარი”.
აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ყოფილ მთავარ პროკურორზე ოთარ ფარცხალაძეზე.