სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის წევრი, გიორგი გრიგოლია აცხადებს, რომ სააკაშვილის შიმშილობის ამ სტადიაზე ფატალურ მდგომარეობამდე ძალიან ცოტა დრო რჩება.
მისივე ინფორმაციით, მულტიპროფილური საავადმყოფოსა და გლდანის ციხის საავადმყოფოს მუშაობას შორის დიდი განსხვავებაა.
„მიხეილ სააკაშვილი არის შიმშილობის იმ სტადიაში, როცა შეიძლება მომენტალურად დაიწყოს მულტიორგანული გართულება. როცა ადამიანი ხანგრძლივად შიმშილობს მას ყველა ორგანოს დაზიანება განუვითარდება და ძალიან მალე დამთავრდება, ანუ შედარებით ნორმალური მდგომარეობიდან უკვე ფატალურ მდგომარეობამდე ძალიან ცოტა დრო არის.
ჯერ არის ის სტადია, როცა შეიძლება ამ ადამიანს ინტენსიური მკურნალობა და თავიდან აცილება ამ ფატალური გართულებების. ამას სჭირდება ძალიან ბევრი სხვადასხვა სახის სპეციალისტის არსებობა, ძალიან ბევრი კვლევა. იქ არის ამის გარკვეული შესაძლებლობა, მაგრამ ყველა სპეციალისტი ადგილზე არ ჰყავთ, არიან გამოძახებებით. ამიტომ დიდი განსხვავებაა ერთი შეხედვით, რაც მე ვნახე, პოლიპროფილური, აწყობილი საავადმყოფოს მუშაობას შორის და აი ამ დაწესებულების მუშაობას შორის. დანარჩენი დეტალები გვექნება დასკვნაში“, – ამბობს გრიგოლია.
ის ასევე აღნიშნავს, რომ დანარჩენი დეტალები დასკვნაში იქნება, რომელიც მალე გამოქვეყნდება.