მანდარინების შესახებ არსებობს წარმოდგენა, რომ ციტრუსებს შორის ის ყველაზე ნაკლებად სასარგებლოა. ნაწილობრივ შესაძლოა ასეც იყოს, თუმცა ეს ციტრუსოვანი ხილი ბევრს უყვარს. გაეცანით რამდენიმე ფაქტს მანდარინების შესახებ, რომლებიც შესაძლოა აქამდე არ იცოდით:
1. მანდარინების სამშობლო აზიაა. თუმცა მისი წარმოშობის ქვეყნის შესახებ მეცნიერები დღემდე დაობენ. მანდარინის სამშობლო შესაძლოა ინდოეთი, კონკრეტულად მისი ჩრდილოეთი ნაწილი იყოს. მეორე ვერსიით კი ეს არის ჩინეთი.
2. დავა არ წყდება სახელწოდებასთან დაკავშირებითაც. ყველაზე პოპულარული ვერსია ციტრუსს ჩინელ მოხელეებს უკავშირებს, რომლებსაც მანდარინებს უწოდებდნენ. თითქოს ეს ხილი თავდაპირველად სწორედ მათ ბაღებში იზრდებოდა. მეორე ვერსია კი ესპანურ ენას უკავშირდება, რომელშიც არის შესაბამისი სიტყვა – “se mondar“, რაც სიტყვა სიტყვით ადვილად გასასუფთავებელს ნიშნავს.
3. არსებობს მანდარინის 50–ზე მეტი სორტი, მათ შორის სხვა ციტრუსებთან ნაჯვარი. საიდუმლო არ არის, რომ მაღაზიებში ხშირად სწორედ ჰიბრიდები იყიდება. მაგალითად, შეხვდებით ტანჯელოს – მანდარინისა და გრეიფრუტის ნაჯვარს, კლემენტინებს – მანდარინისა და ფორთოხლის ნაჯვარს.
4. ჩინეთში მანდარინები სიმდიდრის და კეთილდღეობის სიმბოლოდ ითვლება. ძველ დროში სტუმრებს მასპინძლები ამ ხილს ჩუქნიდნენ, რითაც საკუთარ კეთილგანწყობას და საუკეთესო სურვილებს გამოხატავდნენ.
5. მანდარინები ვიტამინებით მდიდარი ხილია. ის იმდენივე ვიტამინ C-ს შეიცავს, რამდენსაც ფორთოხალი და სამჯერ მეტ A ვიტამინს. გარდა ამისა, მანდარინები მდიდარია ანტიოქსიდანტებით, უჯრედისით და ბიოფლავონოიდებით. ერთი მანდარინი საშუალოდ 40 კილოკალორიას შეიცავს.
6. ევროპაში მანდარინები მხოლოდ 19–ე საუკუნეში გამოჩნდა.
7. ნუ გადააგდებთ მანდარინის ქერქს. გამოიყენეთ როგორც არომატიზატორი სასმელებისა და დესერტებისთვის. თუმცა მანამდე ძმრიანი წყლით გარეცხეთ, რათა ქიმიკატები მოაშოროთ. არ გამოიყენოთ პრიალა ქერქი, რადგან სიპრიალე იმას ნიშნავს, რომ მანდარინი ცვილით გააპრიალეს.
8. მანდარინი ვერ იტანს სიმშრალეს და მაღალ ტემპერატურას. იმისათვის, რომ დიდხანს შეინახოთ ჯობს მაცივრის ქვედა ყუთში მოათავსოთ.
9. სტომატოლოგები გვირჩევენ მანდარინის მიღების შემდეგ პირში წყალი გამოვივლოთ, რათა მჟავა კბილებზე არ დარჩეს და არ დააზიანოს.
10. მანდარინები პრაქტიკულად არ შეიცავს ნიტრატებს. საქმე იმაშია, რომ მის შემცველობაში არსებული მჟავა მათ მოქმედებას თრგუნავს.
11. მანდარინი შეიძლება ძლიერი ალერგენი იყოს. მას ის ადამიანებიც უნდა მოერიდონ, ვისაც კუჭნაწლავის დაავადებები აწუხებს.
12. მანდარინის ზეთი კარგად ებრძვის ცელულიტს.
13. მანდარინის ნაყოფი დაახლოებით 6–8 თვე იზრდება. მანდარინის ხე შესაძლოა 5 მეტრის სიმაღლემდე გაიზარდოს.